გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის
ა.წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით (ოქმი #2. 24.02.2023) განისაზღვრა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების მოწვევა
2023 წლის 23 მარტს დღის 13 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის რწმუნებათა ვადის გასვლასთან დაკავშირებით, აკადემიის
პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებამდე, აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ.
მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ანგარიში 2018-2023 წლებში აკადემიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრების, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების, აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების), აკადემიის საპატიო და უცხოელი წევრების და აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების დროებითი დებულების პროექტის შესახებ.
მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.
4. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ.
მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.
5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით საექსპერტო-საკონკურსო კომისიის არჩევის შესახებ.
მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.
6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრებისა და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების უფლებამოსილების შესახებ.
მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.
7. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ.
მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის იურიდიული სამსახურის უფროსი თენგიზ ქარქაშაძე.
8. მიმდინარე საკითხები.