საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს კონკურსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი).
აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატის წამოყენების უფლება აქვთ: აკადემიის პრეზიდიუმს, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებს, აკადემიის წევრთა ჯგუფებსა და აკადემიის ცალკეულ წევრებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად):
- აკადემიის პრეზიდიუმის, სამეცნიერო განყოფილებების ან აკადემიის წევრის/წევრების წარდგინება (დედანი) სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და სველი ბეჭდით;
- ფერადი ფოტო 4X6 (2 ცალი);
- ავტობიოგრაფია;
- სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (დამოწმებული ნოტარიულად);
- მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV);
- ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (უცხოეთში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით);
- კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება;
- კანდიდატის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- ცნობა სამუშაო ადგილიდან საქართველოში მისი მოღვაწეობის დასადასტურებლად;
- საბუთები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) პირადად პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ.
საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2023 წლის 4 აპრილიდან 2023 წლის 4 მაისის ჩათვლით ყოველი სამუშაო დღის 11 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0102, ი. ჯავახიშვილის ქ. №51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (კანცელარია, ტელეფონი: 2 94 13 21).
აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდზე (www.gaas.dsl.ge.), რისთვისაც წარმოდგენილი უნდა იქნეს CD დისკზე ჩაწერილი კანდიდატის CV და ფოტოსურათი.
შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ( ტელეფონი: 2 94 13 20).
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
შენიშვნა: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში (3 აპრილი 2023 წელი№38) აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოსადგენ საბუთების ჩამონათვალში გამორჩენილია სიტყვა „ავტობიოგრაფია“.