საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

2023 წლის 30 ნოემბრის პრეზიდიუმის სხდომის

დ ღ ი ს       წ ე ს რ ი გ ი

თბილისი                                                                                                     დასაწყისი 13 საათი

 

1.ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორების დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.

 

2.ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სიგელის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.

 

3. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის გარემოს დაცვისა, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის სწავლული მდივანი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი; მენეჯერი ნიკოლოზ ალექსიძე.

 

4. სოკოებიდან ბიოლოგიურად აქტიური, ანტიკანცეროგენური თვისებების მქონე ნივთიერებების შესწავლის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე.

 

 5. ინფორმაცია ნიადაგების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი

  

6. მიმდინარე საკითხები.