საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 2024 წლის 16 ივლისს 12 საათზე ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სატყეო საქმის და გარემოს დაცვის დარგობრივი ჯგუფების მიმართულებების კოორდინატორების სხდომის დღის წესრიგი:

1. „ტყის დაცვის თანამედროვე გამოწვევები, მიდგომები და მეთოდები“.

მომხსენებელი: აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი - მედეა ბურჯანაძე;

თანამომხსენებელი: აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი არჩილ სუპატაშვილი

2. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ძირითადი მიმართულებები“.

მომხსენებელი: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ავთანდილ მიქაბერიძე.

ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება (დარგობრივი ჯგუფების მიმართულებების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე) .