მიმდინარე წლის 12 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის და ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებებში სტიპენდიატების ვაკანტურ ადგილებზე აკადემიის საერთო კრებაზე ასარჩევად, ა.წ. 1 ივლისის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით (ოქმი №7) და აკადემიის პრეზიდენტის ა.წ. 1 ივლისის №53 ბრძანებით, ჩატარდა ერთჯერადად გაერთიანებული სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის, ეკონომიკურ და აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილებების საერთო კრება. კრების გადაწყვეტილებით აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებაში სტიპენდიატად ასარჩევად აკადემიის საერთო კრებაზე რეკომენდაცია გაეწია ქიმიის დოქტორ დარეჯან დუღაშვილს, ხოლო აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებაში რეკომენდაცია გაეწია - ეკონომიკის დოქტორ ნატო ჯაბნიძეს.