საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
2024 წლის 26 სექტემბრის პრეზიდიუმის სხდომის
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
თბილისი დასაწყისი 13 საათზე
1.ინფორმაცია შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარებული ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის -
„ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“ შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი.
2.ინფორმაცია გამოჩენილ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მინიჭების შესახებ კონკურსის გამოცხადების შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიის მთავარი აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.
3.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტების, აკადემიის მთვარი აკადემიკოს-მდივნის, აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრების, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების, აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების), აკადემიის საპატიო და უცხოელი წევრების და აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიის მთავარი აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.
4.ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი „განათლებისა და მეცნიერების განვითარების კონცეფციის“ კანონპროექტის სამუშაო ვერსიის შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის მთავარი აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.
5. მიმდინარე საკითხები