საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ,
თავისი წესდების II თავის მე-9 მუხლის თ) პუნქტის და გამოჩენილ აგრარიკოს მეცნიერთა სახელობითი პრემიების მინიჭების დებულების შესაბამისად, აგრარულ სფეროში სახელობითი პრემიების მისანიჭებლად კონკურსში მონაწილეობისათვის დაშვებულია შემდეგი ნაშრომები:
1. აგრარულ მეცნიერებათა განყოფილებაში აკადემიკოს მიხეილ საბაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად:
1. „მცენარის სელექციური ჯიში - სასურსათო და სამედიცინო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი“.
ავტორები: ზურაბ ბუკია, ციცინო ათამაშვილი
2. მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილებაში აკადემიკოს მიხეილ რჩეულიშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად:
1. „ცხოველთა ინფექციური დაავადებები“
ავტორები: თენგიზ ყურაშვილი, ლევან ციცქიშვილი, კონსტანტინე ყურაშვილი
3. აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილებაში აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად:
1. „ბმულ ღვარცოფთა მოსალოდნელი რისკები და მათთან ბრძოლა“
ავტორები: ედუარდ კუხალაშვილი, გივი გავარდაშვილი, შორენა კუპრეიშვილი
4. სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებაში ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ანდრო ნიჟარაძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად:
1. „სხვადასხვა საფუარის გავლენის დადგენა ღვინის არომატულ კომპონენტებზე“
ავტორები: მარიამ ხოსიტაშვილი, მარიკა მიქიაშვილი, მირანდა გორგილაძე, მედეა ორმოცაძე.
5. გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილებაში აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად:
1. „აჭარის მუქწიწვოვანი კორომების საერთო სანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი მიზეზები და სატყეო სატაქსაციო მაჩვენებლების დინამიკა ტყის ტიპების მიხედვით“.
ავტორები: რეზო ვასაძე, ზეინაბ ვასაძე
2. „საქართველოს წიწვოვან ტყეებში გავრცელებული მავნე ქერქიჭამიები“.
ავტორები: მედეა ბურჯანაძე, არჩილ სუპატაშვილი
6. ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებაში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის პეტრე ჟღენტის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად:
1. „სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური ეფექტიანობის მართვა და ცირკულარული ეკონომიკა“
ავტორები: სოლომონ პავლიაშვილი, დავით გუბელაძე