გთხოვთ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პეზიდენტის მოადგილესთან, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორთან, დოქტორ ანატოლი გიორგაძესთან 2016 წლის 25 დეკემბრამდე წარმოადგინოთ 2016 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური მუშაობისა და საზოგადოებრივი საქმიანობის ანგარიში კომპიუტერზე ნაბეჭდი და მისი ელექტრონული ვერსია (აუცილებლად). ასევე აკადემიის 2017 წლის პერსპექტიულ სამუშაო გეგმაში შესატანად განსახილველი საკითხები, ჩასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალი.
ანგარიშისათვის:
1. თემის დასახელება (გეგმიური, დავალებით), რომლის კვლევას ხელმძღვანელობდით ან იღებდით მონაწილეობას მის შესრულებაში (მიუთითეთ ხელმძღვანელობა, მონაწილეობა).
2. საგანი, რომელსაც ასწავლით უმაღლეს სასწავლებელში (უმაღლესი სასწავლებელის დასახელება).
3. გამოქვეყნებული თეზისები, სტატიები ( მიუთითეთ თეზისების, სტატიის სახელწოდება, ჟურნალის, კრებულის დასახელება, წელი, ნომერი). წარმოადგინეთ სტატიის მოკლე ანოტაცია (4-5 პწკარი).
4. გამოქვეყნებული მონოგრაფია, სახელმძღვანელო (მიუთითეთ მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს დასახელება, გამომცემლობა, წელი). წარმოადგინეთ მოკლე ანოტაცია (5-6 პწკარი).
5. თქვენი ხელმძღვანელობით დაცული სადოქტორო დისერტაციების, დიპლომების (მიუთითეთ შესაბამისი ნაშრომების დასახელება, უმაღლესი სასწავლებელი სადაც შედგა სადოქტორო დისერტაციის, დიპლომის დაცვები).
6. საზღვარგარეთ და საქართველოში გამართულ სიმპოზიუმებში, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, სემინარებსა და ტრეინინგებში მონაწილეობა. მიუთითეთ ქვეყანა, დრო და ა.შ. ძირითადი თემა, თქვენი მოხსენების დასახელება.
7. საზღვარგარეთის და ადგილობრივ სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა. მიუთითეთ საგრანტო ფონდი, გრანტის დასახელება.
8. სსმმ აკადემიის აკადემიურ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა (საკითხის მომზადება, წინადადების წარდგენა, რეკომენდაციები). მიუთითეთ საკითხი, განხილვის დრო, წინადადების/რეკომენდაციის დასახელება.
9. სამეცნიერო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციის, სამეცნიერო საბჭოს, ჟურნალის, კრებულის, გამომცემლობის, სარედაქციო საბჭოსა და რედკოლეგიის წევრობა. მიუთითეთ სამეცნიერო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციის, ჟურნალის, კრებულის, გამომცემლობის დასახელება.
10. გამოგონება, პატენტი;
11. სახელმწიფო ჯილდო, დამსახურების წოდებები და ა.შ.
12. სხვა მნიშვნელოვანი სახის სამუშაოები.
13. როგორ წარმოგიდგენიათ სოფლის მეურნრობის იმ დარგების განვითარება მომავალი წლების განმავლობაში, რომელშიც თქვენ მუშაობთ? თქვენი ხედვა საერთოდ ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და აღმავლობის მიმართულებით, თქვენი კონკრეტული წინადადებები და ა.შ.
14. გთხოვთ მოგვაწოდოთ საკითხები, რომელთა განხილვა გსურთ დარგობრივი განყოფილებებისა და აკადემიური საბჭოს სხდომებზე, ასევე იმ ღონისძიებების (მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია, სიმპოზიუმი და სხვა) თემატიკა, რომელთა გამართვაც გსურთ აკადემიაში.
შენიშვნა: 1. ანგარიში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე
E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
2. ანგარიშის მოცულობა უნდა იყოს არა ნაკლებ ორი გვერდისა და არაუმეტეს ოთხი გვერდისა.
გთხოვთ მკაცრად დაიცვათ მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ანგარიში არ დაიბეჭდება აკადემიის წლიურ ანგარიშში.