თბილისი, 04 დეკემბერი, 2017 წელი
თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების X თავის მუხლი 41-ის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული (ოქმი #3, 28 მარტი 2014 წელი) არჩევნების ჩატარების დებულებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის 16 ნოემბრის #01/51 ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ სამეცნიერო განყოფილებების ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში (გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, 16 ნოემბერი, 2017 წელი) დაშვებულნი არიან:
1. აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში - სპეციალობა 0101 "აგრონომია", სპეციალიზაცია” 010103 "აგროტექნოლოგია" (1 ადგილი):
• როლანდ კოპალიანი - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ა. წერეთლის სახელმწიფო უნოვერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსი, აგრარული ფაკულტეტის სუპტროპიკული კულტურების დეპარტამენტის სრული პროფესორი. (CV იხილეთ ბმულზე).
• ოთარ ლიპარტელიანი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი,სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსიპ სოფლის მეურენობის სამეცნიერო-კვლევითი ცენმტრის მთავარი სპეციალისტი; (CV იხილეთ ბმულზე).
2. აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილებაში – სპეციალობა 0415 ‘”აგროინჟინერია”, სპეციალიზაცია 041502 “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია”
(აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის) (1 ადგილი):
• ზაურ ფუტკარაძე – ფილოსოფიის დოქტორი-სოფლის მეურნეობა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი. (CV იხილეთ ბმულზე).
3. სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვის და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებაში – სპეციალობა 0104 “სასურსათო ტექნოლოგია” (1 ადგილი):
• თემურ ღვინიანიძე - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სრული პროფესორი; (CV იხილეთ ბმულზე).
• მურმან ქურიძე – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ენოლოგთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების კავშირის თავმჯდომარე, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი. (CV იხილეთ ბმულზე).
• ნანა ბეგიაშვილი - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. (CV იხილეთ ბმულზე).
• თემურ რევიშვილი - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ა(აიპ) საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, საინჟინრო ტექნოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. (CV იხილეთ ბმულზე).