თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოის დადგენილებისა (ოქმი #4, 28 თებერვალი, 2018 წელი) აკადემიის პრეზიდენტის არჩევნების ჩასატარებლად აკადემიის წესდების VII თავის 29-ე პუნქტის შესაბამისად აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატთა წამოყენების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 12 მარტის 16:30 საათამდე.
პრეზიდენტის არჩევნების საკონკურსო კომისიაში წარმოდგენილია აკადემიის აკადემიური საბჭოს (ოქმი #5, 28 თებერვალი, 2018 წელი) წარდგინება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობაზე აკადემიკოს გურამ ალექსიძის არჩევის შესახებ.
აკადემიკოს გურამ ალექსიძის პრეზიდენტად არჩევის შესახებ წარდგინებები აგრეთვე გააკეთეს:
- მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების სამეცნიერო განყოფილებამ (ოქმი #4, 05 მარტი, 2018 წელი);
- აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილებამ (ოქმი #4, 06 მარტი, 2018 წელი);
- აგრონომიულმა სამეცნიერო განყოფილებამ (ოქმი #3, 06 მარტი, 2018 წელი).
აკადემიკოსი ალექსიძე გურამ ნიკოლოზის-ძე
დაბადების თარიღი -30.07.19.39;
სპეციალობა დიპლომის მიხედვით - სწავლული აგრონომი , საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი;
სამეცნიერო ხარისხი _ ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
სამეცნიერო წოდება _ პროფესორი, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი 14.07.1992;
მეცნიერული შრომების რაოდენობა _ 216, მათ შორის 12 წიგნი, 2 მონოგრაფია, 16 ბროშურა;
სახელმწიფო ჯილდო(ები), დამსახურების წოდებები და ა.შ. - “შრომის წარჩინებული” მედალი (1982 წ.); “ღირსების” ორდენი (1999 წ.); ორი “ვერცხლის დიდი მედალი” (2005, 2008 წწ.) დაჯილდოებულია საერთაშორისო ორგანიზაციების “CGIAR” და “ICARDA” მიერ; ნ. ვავილოვის სახელობის მედალი (2013 წ.); აგრარულ დარგში წლის საუკეთესო მეცნიერი (2015).
აკად. გ. ალექსიძე არის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის კვლევითი ორგანიზაციების ასოციაცია ICARDA-ის თავმჯდომარე და სასოფლო - სამეურნეო კვლევის საერთაშორისო კონსორციუმის (აშშ) CGIAR-ის ფონდის საბჭოს წევრი.
ბინის მისამართი, ტელეფონი _ ქ. თბილისი, ფანასკერტელი_ციციშვილის ქ.#6, ბ. 143;
ტ. 2 36 00 16 (ბინა); 2 94 02 14 (სამ), 593 20 07 93
მოღვაწეობის მიმართულება - მცენარეთა დაცვა.