საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
2019 წლის 28 მარტის პრეზიდიუმის სხდომის
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
თბილისი დასაწყისი 12 საათზე
1- აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილის ინფორმაცია 2018 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.
2- აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის" მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის” მთავარი რედაქტორი, აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის" პასუხისმგებელი მდივანი, აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი.
3- აკადემიის საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის მაცნეს" მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიის საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის მაცნეს" რედაქტორი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; გაზეთ "მაცნეს" რედაქტორის მოადგილე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.
4- აკადემიის მიერ 2018 წელს გამოცემული რეკომენდაციების, აგროწესების, ინსტრუქციების, ბუკლეტების, ბროშურების და სხვა ბეჭდვითი და ელექტრონული სამეცნიერო-საინფორმაციო გამოცემების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.
5- აკადემიის ეროვნული კოორდინატორების მიერ 2018 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შედეგებისა და 2019 წლის ამოცანების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.
6_ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორების
განახლებული შემადგენლობის დამტკიცება.
მომხსენებელი: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.
7- მიმდინარე საკითხები.