საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, თავისი წესდების X თავის შესაბამისად, აცხადებს კონკურსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატების  ასარჩევად შემდეგ სამეცნიერო განყოფილებებში:

სამეცნიერო განყოფილება

ვაკანსია

აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება

  1

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება

  1

 აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება

  1

 სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება, მ.შ 
სურსათის უვნებლობაში 1 ვაკანსია, სასურსათო ტექნოლოგიაში 1 ვაკანსია.

  2

 სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება

  1

 ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება

  1

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს და საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია და რომლის ასაკი 50 წელს არ აღემატება

            აკადემიის სტიპენდიანტობის კანდიდატთა წამოყენე­ბის უფლება აქვთ აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებ­ლებსა და სამეცნიერო საზოგადოებებს, რაზედაც ისინი წერილობით, სათანადო მოტივირებით, წამოაყენებენ და აცნობებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას აკადემიის სტიპენდიანტობის კანდიდატურების შესახებ არა უგვიანეს ერთი თვისა არჩევნების თაობაზე განცხადების გამოქვეყნებიდან.

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატთა შესახებ აუცილებელია შემდეგი საბუთების წარმოდგენა (ორ ეგზემპლარად): აკადემიის სტიპენდიანტად წარდგინება სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესებულების ბეჭდით, სადაც წარმდგენი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4x6,  უმაღლესი განათლების, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხისდამადასტურებელი საბუთების ასლები, მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV), სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ვარსკვლავით აღნიშვნით), დარგის სპეციალისტის მიერ კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება. კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან მისი საქართველოში მოღვაწეობის შესახებ.

       აღნიშნული განცხადება ქვეყნდება  პრესაში, ხოლო განცხადება და  კანდიდატის მონაცემები (CV)  განთავსებული იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ვებგვერდზე www. gaas.dsl.ge, რისთვისაც წარდგენილ დოკუმენტაციას თან უნდა ერთოდეს მისი ელექტრონული ვერსიაც. საბუთები რეგისტრაციისა და არჩევნებში მონაწილეობისათვის იგზავნება  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. განცხადებები მიიღება 2019 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. 51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (აკადემიური დეპარტამენტი ოთახი 17, ტელ. 2-94-13-21). საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე.

           

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემია