საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მემორანდუმი ჟურნალ “ახალი აგრარული საქართველო" სთან

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ჟურნალ “ახალი აგრარული საქართველოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ.


image006ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს აწერენ სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე და ჟურნალის “ახალი აგრარული საქართველო” მთავარი რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.2013 წლის 06 აგვისტოს ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ჟურნალს “ახალი აგრარული საქართველოს” შორის.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ და ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა შოთა მაჭარაშვილმა.
აკადემიასა და ჟურნალ “ახალი აგრარულ საქართველო”-ს შორის თანამშრომლობა დაეფუძნება მეცნიერების, განათლების და ჟურნალისტიკის სისტემის ურთიერთ საინტერესო სფეროებს. აღნიშნული თანამშრომლობა განხორციელდება საერთო ინტერესებისა და თანაბარი ურთიერთობის საფუძველზე.
აკადემიამ და ჟურნალის რედაქციამ შეთანხმების საფუძველზე ხელი უნდა შეუწყონ აგრარული სფეროს პრობლემებზე ინფორმაციის შეგროვებას და შეთანხმების შემთხვევაში მათ გამოქვეყნებას; ისინი ვალდებულებას იღებენ ჩაატარონ შეხვედრები, სემინარები, მრგვალი მაგიდა და კონფერენციები აგრარული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე; გაატარონ ღონისძიებები შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში თანამშრომლობის და კომპეტენტური მასალების მოპოვების საქმეში; შეიმუშაონ ერთობლივი ღონისძიებები ახალგაზრდა ფერმერებთან და მენეჯერთა მომზადებისათვის; შეიმუშაონ ღონისძიებები ურთიერთსაინტერესო პროექტების და პროგრამების მომზადებისათვის და მიიღონ ერთობლივი მონაწილეობა მათ შესრულებაში;
ორივე მხარე ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყონ აგრარულ სფეროში პროექტებისა და პროგრამების რეკლამირებას და შემდგომში მათი დანერგვის საკითხების მიმდინარეობას.

 

მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალს “ახალი აგრარული საქართველო” შორის.

აგრარული მეცნიერების, ინოვაციების და მოწინავე ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების და პროპაგანდის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (შემდგომში `აკადემია”) და სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალის "ახალი აგრარული საქართველო" რედაქცია შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1.
აკადემიასა და ჟურნალს “ახალი აგრარულ საქართველო” შორის თანამშრომლობა დაეფუძნება მეცნიერების, განათლების და ჟურნალისტიკის სისტემაზე ურთიერთ საინტერესო სფეროებს. აღნიშნული თანამშრომლობა განხორციელდება საერთო ინტერესებისა და თანაბარი ურთიერთობის საფუძველზე.
მუხლი 2.
1. ხელი შეუწყონ ინფორმაციის შემდგომ პოპულარიზაციას და გაზიარებას აგრარულ სფეროში;
2. ერთობლივად ჩაატარონ შეხვედრები, სემინარები, მრგვალი მაგიდა და კონფერენციები აგრარული მეცნიერბისა და ტექნოლოგიების საკითხებზე;
3. გაატარონ ღონისძიებები შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში თანამშრომლობის და კომპეტენტური მასალების მოპოვების საქმეში;
4. შეიმუშაონ ერთობლივი ღონისძიებები ახალგაზრდა ფერმერებთან და მენეჯერთა მომზადებისათვის;
5. შეიმუშაონ ღონისძიებები ურთიერთსაინტერესო პროექტების და პროგრამების მომზადებისათვის და მიიღონ ერთობლივი მონაწილეობა მათ შესრულებაში;
6. ხელი შეუწყონ აგრარულ სფეროში პროექტებისა და პროგრამების რეკლამირებას და შემდგომში მათი დანერგვის საკითხების მიმდინარეობას
მუხლი 3.
აკადემიამ და ჟურნალის რედაქციამ შეთანხმების საფუძველზე ხელი უნდა შეუწყონ აგრარული სფეროს პრობლემებზე ინფორმაციის შეგროვებას და შეთანხმების შემთხვევაში მათ გამოქვეყნებას.
მუხლი 4.
მხარეებს უფლება აქვთ მემორანდუმის ტექსტში შეიტანონ ცვლილებები და დამატებები. ცვლილებები და დამატებები ძალაში შევა შესაბამისი ოქმის ხელმოწერის შემდეგ.
მუხლი 5.
ხელშეკრულება ძალაშია ხელისმოწერიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. თუ ხელშკრულების ვადის გასვლამდე 3 (სამი) თვით ადრე ერთ-ერთი მხარე არ შეატყობინებს მეორე მხარეს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება ითვლება გაგრძელებულად.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com