საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილეს, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორს, სოფლის მეურნეობის აკადემიურ დოქტორს, აკადემიის სტიპენდიატს ანატოლი გიორგაძეს 2019 წლის 14 ივლისს დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ ანატოლის იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებებს აგრარული მიმართულების სამეცნიერო საქმიანობაში.