2019 წლის 24 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების ინიციატივით ჩატყარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „საქართველოში სატყეო მეურნეობის მართვის ინტეგრირებული სისტემების ჩამოყალიბების პრობლემები“.
კონფერენცია ჩატარდა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის (თბილისი, 21-30 სექტემბერი, 2019 წელი) ეგიდით და მეცნიერების და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
კონფერენცია გახსნა და შესავალი სიტყვით მიესალმა აკადემიის პრეზიდენტი , აკად. გ. ალექსიძე.
კონფერნციას მიესალმენ იური ნოზაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნინო ჩხობაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - თანათავმჯდომარე, ბაკურ გულუა - საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და მარინე ნიჟარაძე - ქ. თბილისის 31-ე საჯარო სკოლის დირექტორი.
სამეცნიერო კონფერენციაზე ძალზე საინტერესო და მეცნიერულად დასაბუთებული მოხსენებებით წარდგნენ:
- გიორგი გაგოშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თემა: „სატყეო მეურნეობის ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბების პრობლემები საქართველოში“.
- გიორგი ქავთარაძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი, თემა: „სატყეო სექტორის ინსტიტუციური მოწყობის გამოწვევები და მდგრადი გადაწყვეტის გზები, მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებისათვის“.
- ნათია იორდანიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ეროვნული სატყეო სააგენტო, თემა: „საქართველოს სატყეო მეურნეობის მდგრადი განვითარების და მართვის ინტეგრირებული სისტემების ოპტიმიზაციის ღონისძიებები“;
- მერაბ დვალი - სატყეო საქმის ექსპერტი, თემა: „ტყე-ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეა“;
- ნატო კობახიძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი,თემა: „სატყეო განათლება საქართველოში“.
- ანზორ მესხიშვილი - ეკონომიკური მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თემა: „საქართველოში გატარებული მიწის რეფორმის შედეგები“;
- ზურაბ მანველიძე - ბათუმის ბოტანიკური ბაღი, თემა: „მაღალი კონსერვაციული ღირებულება, ტყის ინტეგრირებული მართვის ინსტრუმენტი“;
- დიმიტრი ნატროშვილი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, თემა: „რესურსდამზოგი სამანქანო ტექნოლოგიები სატყეო მეურნეობაში“;
- მალხაზი სამადაშვილი - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თემა: „ქართული მუხის არეალი შიდა კახეთში“;
- რეზო კილაძე - ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნოივერსიტეტი, თემა: „ ქ. ქუთაისის და მისი შემოგარენის ლანშაფტურ-რეკრეაციული პოტენციალი“;
- მედეა ბურჯანაძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი, თემა: „ადგილობრივი ბიოლოგიური პესტიციდის ბოვერ-ჯი-ის გამოყენების პერსპექტივა მავნე მწერების კონტროლისათვის საქართველოში“.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს და განხილული საკითხების მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრეს აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკად. ნოდარ ჭითანავამ და აკად. გიორგი გაგოშიძემ.
სამეცნიერო კონფერენციამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც რეაგირებისათვის გადაეგზავნებათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სატყეო მიმართულების შესაბამის ორგანიზაციებს და სტრუქტურებს.