საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

 

2019 წლის 25 სექტემბერს აკადემიაში ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „საქართველოს სოფლის მეურნეობის საინჟინრო სფეროს თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების გზებიგამოვიდა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ებანოიძე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დღეისათვის საქართველოში სოფლის მეურნეობის აგროსაინჟინრო სფეროს ემსახურება შპსმექანიზატორი“, რომელსაც რეგიონებში გააჩნია სერვის ცენტრები თანამედროვე ტრაქტორებითა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. სოფლის მოსახლეობას შეუძლიათ მიიღონ ტექნიკური სერვისი სხვადასხვა კულტურების მოვლა-მოყვანიის ოპერაციების შესრულებისათვის, მაგრამ საწვავისა და ტექნიკის მაღალი თვითღირებულების, ასევე შპსმექანიზატორისმოქმედებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების და სხვ. გამო ამ ოპერაციების შესრულების ტარიფული ღირებულება მაღალია.

შექნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მწვავედ დგას საკითხი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების აგროსაინჟინრო მომსახურების და ტექნიკით უზრუნველყოფის ოპტიმიზაციის შესახებ. საჭიროა გამოიძებნოს სოფლის მეურნეობის ტექნიკური სერვისის ისეთი ორგანიზაციული ფორმა, რომელიც შედარებით იაფ და ხარისახიან მომსახურებას გაუწევს ფერმერებს; მომხსენებლის აზრით, მიზანშეწონილია ცალკეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას მანქანა-ტრაქტორთა პარკი (მტპ), რომელშიც თავმოყრილი იქნება აუცილებელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მოეწყობა ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დიაგნოსტიკის, ტექნიკური მომსახურების და მიმდინარე რემონტისათვის საჭირო სახელოსნოები. აღინიშნა, რომ საგანგაშო მდგომარეობაა სოფლის მეურნეობის აგროსაინჟინრო დარგის კვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფის მიმართულებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალზე შეზღუდულია სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციის მიმართულებები, გაუქმებულია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები; ამ დროს მნიშვნელოვანია გასული საუკუნის 70-90-იან წლებში შექმნილი სასოფლო-სამეურნეო მანქანების, მ.შ. ჩაის მოვლა-მოყვანის მანქანათა კომპლექსის განახლების და მათი წარმოებაში გავრცელების საკითხი.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com