2019 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტს შორის. მემორანდუმს აკადემიის მხრიდან ხელი მოაწერა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, ხოლო ინსტიტუტის მხრიდან ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა თამაზ ნატრიაშვილმა.
მემორანდუმის საგანია მხარეებს შორის ურთიერთგაგებისa და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობა, რათა მხარეებმა თავიანთი ფუნქციებისა და კომპეტენციის ფარგლებში ეთობლივად იმუშაონ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის სხვადასხვა გზების მოძიებაზე, მ.შ. საერთაშორისო მასშტაბით.
მემორანდუმის ამოცანებია ერთობლივი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო სამუშაოების კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა; ერთობლივი სემინარების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მხარდაჭერა და ჩატარება; დამუშავებული მანქანებისა და მოწყობილობების გამოცდებში ურთიერთდახმარება და კონსულტაციების გაწევა და სხვა აქტივობების განხორციელება.
მემორანდუმი ძალაშია 5 წლის ვადით, ამავე დროს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მასში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები.
მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ტელმან აბას ალიევი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე და აკად. ა. დიდებულიძე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს აწერენ აკად. გურამ ალექსიძე და აკად. თამაზ ნატრიაშვილი. ხელის მოწერას ესწრებიან დოქტ. ა. გიორგაძე, აკად. ტელმან აბას ალიევი და აკად. ა. დიდებულიძე.
მარცხნიდან - აკად. გურამ ალექსიძე და აკად. თამაზ ნატრიაშვილი მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ.