საინფორმაციო შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში
2020 წლის 10 იანვარს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში „Euraxess - საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა. რუსთაველის ფონდი იწყებს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაცია EURAXESS-ის სერვისების განვითარებას, ტრენინგებს პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლების მონაწილეობით. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს სოფლის მეურნეობოს მეცნიერებათა აკადემიიდან მონაწილეობდნენ პრეზიდენტის მოადგილე დოქტორი ანატოლი გიორგაძე და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი დოქტორი რევაზ ლოლიშვილი.
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ ისაუბრა EURAXESS- საქართველოს ფართო შესაძლებლობებზე, პროექტის მიმდინარეობაზე. აღნიშნა, რომ ვებგვერდი ქართულ და ინგლისურ ენებზე იქნება; ხოლო სახელმძღვანელო ინფორმაცია აფხაზურ ენაზეც. ჩატარდება ტრენინგები ტრენერებისათვის, რომლებიც შემდეგ თვითონ ჩაატარებენ ტრენინგებს პლატფორმის გამოყენების თაობაზე, რუსთაველის ფონდის გეგმებზე საერთაშორისო პროექტებში. აღნიშნული ღონისძიებები მიმართულია კონკურსებში ქართველი მეცნიერების წარმატების ინდექსის ასამაღლებლად.
რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო გაჩეჩილაძემ წარადგინა პრეზენტაცია EURAXESS- საქართველო, ისაუბრა პროექტის Eusraxess Georgia Network Startup (EuGeNeS) შესახებ, EURAXESS- -ის მნიშვნელობასა და მიზნებზე, პორტალის EURAXESS- Georgia-ს შექმნასა და მის შესაძლებლობებზე, საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, მოსალოდნელ შედეგებზე.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო EURAXESS - საქართველოს ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები, ამასთანავე EURAXESS-ის პორტალის თემაზე დაგეგმილი ტრენინგების შინააარსი და განრიგი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც მონაწილეობდენ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის წარმომადგენლები ლანა დავითულიანი და სალომე შარაშენიძე.
უახლოეს პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი თანამშრომელი გაივლის შესაბამის ტრენინგს, რომლის შემდგომაც მოხდება აკადემიის როგორც სამეცნიერო ორგანიზაციის რეგისტრაცია ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაცია EURAXESS-ის ქსელში და ამავე ქსელში მოხდება აკადემიის მეცნიერთა ინდივიდუალური დარეგისტრირება. ყოველივე ეს კი გაზრდის აკადემიისა და ცალკეული მეცნიერების საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობებს.