საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

სამეცნიერო საბჭოს სხდომის შესახებ

2020 წლის 27 აპრილს, 13 საათზე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამეცნიერო საბჭოს წევრები - აკადემიკოსები ნ. ქარქაშაძე, გ. ტყემალაძე, ზ. ჩანქსელიანი, გ. გაგოშიძე, ჯ. კაციტაძე, ს. მ. დოქტორები - რ. კიკვიძე, მ. კერესელიძე, მ. მაწკეპლაძე, ო. ვაშაკიძე, ნ. მამუკელაშილი, ჯ. სადაღაშვილი, ი. სარჯველაძე, ვ. ქვაჭრელიშვილი, ჯ. ქიტიაშვილი, ს. ლომიძე.

დღის წესრიგი:

1.მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.

     მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი (მოხსენების მოკლე შინაარსი იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე მომხსენებელმა ძირითადი აქცენტი გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე კორონავიარუსის COVID-19 პანდემიის შემდგომ პერიოდში მებოცვრეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერების როლის შესახებ.

სამეცნიეrო საბჭოს სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვის შედეგად საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებაზე, რომლის გადაწყვეტა აუცილებელია აღნიშნული პანდემიის შემდგომ პეიოდში:

  1. 1.უნდა შემუშავდეს სტრატეგიული მიზანი, თუ რა მიმართულებით განვითარდეს   დარგი კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში;
  2. 2.მოქმედებაში უნდა შევიდეს კანონი „სანაშენო საქმის შესახებ“, რისთვისაც ეთხოვოს პარლამენტს ამ მიმართულებით საქმიანობის დროულად წარმართვა;
  3. 3.ბოცვერი ბალახისმჭამელი ცხოველია, ამიტომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ საკვებ - სავარგულებს, რისთვისაც საჭიროა ამ მიმართულებით განსაკუთრებული ღონისძიებების მიღება;
  4. 4.მებოცვრეობის დარგის არსებული მდგომარეობის განვითარებისათვის ფართო გზა უნდა მიეცეს კოოპერირებას;
  5. 5.მებოცვრეობის დარგის განვითარებაში და კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში გადამჭრელი სიტყვა ეკუთვნის მეცნიერებას;
  6. 6.მეცხოველეობა და ვეტერინარია განიცდის საკადრო შიმშილს, ამ მიმართულებით საჭიროა ქმედითი ღონისძიებების გატარება და რაც შეიძლება უახლოეს პერიოდში.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com