1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 17 ივნისი გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღედ გამოაცხადა (რეზოლუცია 49/115). ასე ჩაეყარა საფუძველი გლო¬ბალური მასშტაბით გაუდაბნოებისა და მიწების დეგრადაციასთან ბრძოლის ღო¬ნის¬ძიე¬ბე¬ბის შემუშავებისა და განხორციელების საერთაშორისო სისტემას. გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის სტრატეგიის ძირითადი მიზანია გლობალური პარტნიორობის ჩამოყალიბება, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს და თავიდან ააცილებს გაუდაბნოებას, მიწის დეგრადაციას და გვალვის უარყოფით შედეგებს პროგრამით განსაზღვრულ რეგიონებში, ეს კი ხელს შეუწყობს სიღარიბის აღმოფხვრას და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას. გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სტატიები, (რომლის ავტორები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს- მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი და სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტორი რევაზ ლოლიშვილი), იხილეთ ბმულზე.