საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, გარდა აგრარული მიმართულების წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა, აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ორგანიზაციებში სტუდენტების სასწავლო პროგრამებში. მაგალითად, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე და დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სატყეო საქმის სპეციალობის სტუდენტთა საველე პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში სამეცნიერო და სასწავლო – საველე ღონისძიებას თბილისის შემოგარენის ტყეებში.
(თბილისის შემოგარენის ტყეებში საველე ღონისძიების ანგარიში იხილეთ ბმულზე).