მიმდინარე წლის 27-29 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის აკადემიკოს გურამ ალექსიძის ხელმძღვანელობით აჭარის შავი ზღვისპირა სუპტროპიკულ ზონაში შერჩეული საკვლევ ობიექტებზე ვიზიტისას განხორციელდა დაკვირვება ციტრუსების სხვადასხვა მავნებელების გავრცელების მასშტაბებზე და განისაზღვრა საკვლევი მიმართულებები, კერძოდ:
- სამუშაო ჯგუფი ბატონი გურამ ალექსიძის ხელმძღვანელობით ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეციტრუსე ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებში ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას ციტრუსოვანთა მავნებლების გავრცელებასთან დაკავშირებით;
- ციტრუსოვანთა ბაღების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ ფერმერები სრულყოფილად ვერ ფლობენ ინფორმაციას მავნე ორგანიზმებით ციტრუსების დაზიანების სიმპტომებზე, მათი გავრცელების ხასიათისა და ეკოლოგიურ თავისებურებებთან დაკავშირებით;
- საკვლევად შერჩეული იქნა ციტრუსოვანთა კულტურების ბაღები ზღვის დონიდან სიმაღლეების მიხედვით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის ზონის ორ სოფელში, კერძოდ სოფელ ხალასა და გორგაძეებში, ჩატარდა სამუშაოები კონკრეტული გეოგრაფიული არეალის, ლოკაციების განსაზღვრისათვის სადაც სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში განხორციელდება დაკვირვებები მავნებლებზე;
- ადგილზე არსებულმა სიტუაციამ აჩვენა, რომ ამჟამად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ციტრუსოვანთა შავი ფრთათეთრას (aleurocanthus woglumi) გავრცელება. მწერის მავნეობა გამოხატება იმაში, რომ ის ჯდება მცენარის ფოთოლზე და ჯანმრთელი მცენარის ფოთლიდან წოვს ფერმენტებს და მცენარის საკვებ ნივთირებებს, რა დროსაც მცენარე ძალიან სუსტდება. შავი ფრთათეთრა მავნეობს არაპირდაპირი გზითაც, კერძოდ ფოთლზე ექსკრემენტების გამოყოფით ფოთლის ზედაპირი იფარება და გამოყოფილ ექსკრემენტებზე ადვილად სახლდება სიშავის გამომწვევი სოკო „კაპნოდიუმი“ (capnodium citri), ხშირ შემთხვევაში ფოთოლი მთლიანად იფარება რა დროსაც მცენარეს ხელი ეშლება ისეთ სასიცოცხლო პროცესების ნორმალურად წარმართვაში, როგორიცაა - ტრანსპირაცია და ფოტოსინთეზი. ამჟამად მავნებლის მიერ მანდარინის ნარგაობის მასიური დასნებოვნება შეინიშნება აღნიშნულ ზონაში;
- ხელაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭარნალსა და კაპანდიბში ვიზიტისას ფერემერებს მვაწოდეთ ინფორმაცია თავიანთ ბაღებში გავრცელებული მავნებლების მრავალფეროვნებისა და ეკოლოგიურ თავისებურებებთან დაკავშირებით;
- შერჩეულ საკვლევ სოფლებში ჭარნალი, კაპანდიბი, ხალა და გორგაძეები განხორციელდება აგრომეტეორორლოგიური მონაცემების შეგროვება, ციტრუსოვანთა ფრთაშავას გავრცელების ბიოეკოლოგიურ თავისებურებებზე დაკვირვება და მის წინააღმდეგ შემუშავდება ბრძოლის ეფექტური ღონისძიებები. ასევე ბრძოლს ღონსძებებში საცდელად გამოყენებული იქნება ინსექტო-აკარიციდული კომპოზიციური პრეპარატი „ანტისეპტის“ სახელწოდებით.
საკვლევი პერიოდის განმავლობაში განხორციელდება ციტრუსებში არსებული სასარგებლო მწერების ენტომოფაუნის შესწავლა, შეგროვდება ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილი იქნება საბოლოო კვლევის დოკუმენტებში.