მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ჩატარდა ბელორუსიის ეროვნული აკადემიის საერთაშორისო ასოციაციის ვიდეოკონფერენცია, მიძღვნილი აგრარული დარგის პრობლებისადმი. კონფერენციაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელით გამოვიდა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე. მან ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რომელებსაც აკადემია ანხორციელებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად.
ასევე აღნიშნული იქნა 2012-2019 წლებში ბელორუსთან თანამშრომლობა. კერძოდ, რამოდენიმეჯერ აჭარაში ბელორუსიიდან შემოტანილი იქნა მოცვისა და 20 სახეობის სხვადასხვა კენკროვანი კულტურების ნერგები სანერგე მეურნეობებისათვის, ასევე კარტოფილის თესლი და სხვა.
სხდომას ესწრებოდა ბელორუსიის ეროვნულ აკადემიაში შემავალი მემცენარეობის
კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, რომელმაც მადლიერება გამოხატა
თანამშრომლობისთვის.
შეხვედრაზე ზოგადად აღინიშნა, რომ ასოციაცია აქტიურად იქნება ჩართული
აგრარული მიმართულებით მეცნიერულ კვლევებში და მოხდება სიახლეების
ურთიერთ გაზიარება.