მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გაიმართა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ვიდეო კონფერენცია. საქართველო აღნიშნული კავშირის წევრი 2015 წლიდან გახდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და უშუალოდ მისი პრეზიდენტის აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინიციატივით. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ქვეყნები: საქართველო - აკად. გურამ ალექსიძე (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია), საფრანგეთი - აკად. მიშელ ტიბიერი (საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია), ლიეტუვა - აკად. ზენონას დაბკევიჩი (ლიეტუვას მეცნიერებათა აკადემეია), რუმინეთი - აკად. იოან იელევი (რუმინეთის სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის აკადემია), ჩეხეთი - აკად. ვილემ პოდრაზკი (ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია), ლატვია - აკად. ბაიბა რივზა (ლატვიის სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის მეცნიერებათა აკადემია), შვედეთი - აკად. კერსტინ ნიბლიაუსი (შვედეთის სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის აკადემია), უკრაინა - აკად. იაროსლავ გაძალო (უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა აკადემია), ინგლისი - პროფ. ენდრიუ ლაზენბაი (ინგლისის სამეფო სოფლის მეურნეობის საზოგადოება). ასევე ესწრებოდნენ საბჭოს მომავალი ორიწევრი ქვეყანა: იტალია - პროფ. სიმონე ორლანდინი (გეორგოფილის აკადემია) და სლოვაკეთი - აკად. სტეფან მიჰინა (სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია). დღის წესრიგში იდგა კავშირის ორი ახალი წევრი ქვეყნის, ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის არჩევა.
აღსანიშნავია, რომ კავშირის წესდეიდან გამომდინარე ყოველ ორ წელიწადში ხდება ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის არჩევა. პრეზიდენტად ერთხმად არჩეული იქნა ევროპის სოფლის მეურნეობის სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად - აკადემიკოსი სტეფან მიჰინა, სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
გულითადად ვულოცავთ აკადემიკოს გურამ ალექსიძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და წარმატებებს ვუსურვებთ!