საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

5 დეკემბერი ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღეა

NIADAGI

 

            ეს დღე 2013 წლის შემდეგ, გაეროს 68- გენერალურ ასამბლეაზე მიღებული   გადაწყვეტილების შემდეგ აღინიშნება

            გაეროს ინფორმაციით, დედამიწაზე არსებული ნიადაგების მესამედი უკვე დეგრადირებულია.

            ნიადაგის დაბინძურება შეიძლება უხილავია, მაგრამ ის ყველას და ყველაფერს აზიანებს. 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ შესაძლოა 9 მილიარდს მიაღწიოს. მოსახლეობის ზრდის პირობებში, ნიადაგი სულ უფრო ბინძურდება. ეს აისახება საკვებზე, რომელსაც მივირთმევთ, წყალზე, რომელსაც ვსვამთ და ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთ- წერია გაეროს ვებგვერდზე.   ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღეს ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომელთა მიზანი ნიადაგის დაცვის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

      2020 წლის მთავარი სლოგანიაშევუნარჩუნოთ ნიადაგს სიცოცხლე, დავიცვათ ნიადაგების ბიომრავალფეროვნება”.

          საქართველოს სოფლის მეურნების მეცნიერებათა აკადემიაში ყოველწლიურად აღინიშნება ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღე. წლევანდელი კამპანიის მთავარი მიზანია ნიადაგის ბიომრავალფეროვნების დაცვის პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა და ნიადაგის ბიომრავალფეროვნების გაზრდის მეთოდების დანერგვა

მოხსენებები  *01     *02

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com