საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია კვლავ აგრძელებს იმ მნიშვნელოვანი სტატიების გამოქვეყნებას, რომელიც ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში შექმნილ პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებს ეხება.
დღეს გთავაზობთ აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას სტატიას, რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალში „ბიზნესი და კანონმდებლობა“ (#2, ივლისი-დეკემბერი, 2020 წელი).
ნაშრომში წარმოდგენილია შესაბამის კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიურ საფუძველზე მიწის კოდექსის, მიწის კადასტრის, მიწის რესურსების გამოყენების სტრატეგიის შემუშავებისათვის წინადადებები (რეკომენდაციები) და მათი განხორციელების მიმართულებები.
იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული სტატია დიდ ინტერესს გამოიწვევს არა მარტო სამეცნიერო წრეებში, არამედ სახელმწიფო ორგანიზაციებშიც, რომლებიც საქართველოს მიწის რესურსების მართვით არიან დაკავებულები.
(აკად. ნოდარ ჭითანავას ახალი სტატია, რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალში „ბიზნესი და კანონმდებლობა“, იხილეთ ლინკზე https://b-k.ge/arqivi/biznesi-da-kanonmdebloba-ivlisi-dekemberi-2020-tseli-n2/).