საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ,,აგროსექტორის მდგრადი განვითარების“ ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის“ შესახებ

 

       2021 წლის 22 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა 2020 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და აჭარის ავტონომირი რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ,,აგროსექტორის მდგრადი განვითარებ“ ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის“ ფარგლებში ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.

      001 შეხვედრაში აკადემიიდან მონაწილეობდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს- მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე, აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი აკადემიკოსი ზაურ ფუტრკარაძე, მოადგილე აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე.

     შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ. მან აღნიშნა, რომ სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობა არის ნაყოფიერი, რაც შემდგომში დადებითად აისახება რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.002

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის როლსა და გამოცდილებ შესახებ სამინისტროსთან ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებაში. მან დაასახელა ის 15 მეცნიერ-მკვლევარი, რომელთა უშუალო მონაწილეობით მოხდება 2021 წელს სამეცნიერო-პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადება და შემუშავება სოფლის მეურნეობის ისეთ მაპროფილებელ დარგებში, როგორიცაა მემცენარეობა, მეცხოველეობა და სოფლის მეურნეობის მექანიზაცი.  

    

     სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის პრობლემებზე, სფეროების განვითარების მიზნით  დასაგეგმ ღონისძიებებსა  და რეკომენდაციებზე  ისაუბრეს მოწვეულმა მეცნიერებმა და ექსპერტებმა.

       პროგრამებში მონაწილე მეცნიერ-მკვლევარებმა წარადგინეს სოფლის მეურნეობის მაპროფილებელ დარგებში დასრულებულ კვლევებზე სამეცნიერო-პრაქტიკული რეკომენდაციები და შემაჯამებელი ანგარიშებიწარმოდგენილი 2020 წლის ანგარიშები აისახება პროექტის შრომათა კრებულში, რომელსაც გამოსაცემად მოამზადებს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი.

 

2

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com