2021 წლის 31 იანვარს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო,_პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 55 წლისთავი შეუსრულდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს
ბატონ ზურაბს ღირსშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო და საზოგადოებრივ
საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილს საიუბილეო თარიღებს ულოცავს საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი
(მილოცვის წერილი იხილეთ ბმულზე).