საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა - 85

 

thumbnail images2021 წლის 10 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას დაბადებიდან 85 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წლისთავი შეუსრულდება.  

ბატონმა ნოდარმა დაამთავრა  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1959 წლიდან მუშაობდა კოლმეურნედ, სამშენებლო ბრიგადის ბრიგადირად, კომკავშირულ და პარტიულ ორგანიზაციებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილედ,საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

       არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი - აკადემიკოსი.

         ბრძანდება 134 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 14 მონოგრაფიის და 17 რეკომენდაციის ავტორი. მონაწილეობდა მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში. დაჯილდოვებულია შრომის წითელი დროშის“ ორი ორდენით.

ამჟამად ნაყოფიერად მოღვაწეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ბრძანდება აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი და წევრი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და აკადემიის მთელი შემადგენლობა ულოცავს ბატონ ნოდარს ღირსშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com