გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) შეიქმნა 1972 წლის 15 დეკემბერს. იგი მიზნად ისახავდა წაეხალისებინა გარემოსადმი კაცობრიობის მაქსიმალურად ფრთხილი დამოკიდებულება, აემაღლებინა ხალხის ცხოვრების დონე და ხარისხი, მომავალი თაობებისათვის ზიანის მიყენების გარეშე.
როგორც გაეროს მთავარი ორგანო გარემოს დაცვის სფეროში, UNEP შეიმუშავებს გლობალურ გარემოსდაცვით პროგრამებს, ხელს უწყობსბუნების გარემოსდაცვითი სისტემების დანერგვას და სტაბილურად უჭერს მხარს დედამიწაზე გარემოსდაცვითი სისტემების მდგრადობას.
UNEP-ის მმართველი ორგანო, მმართველი საბჭო, რომელიც შედგება 58 ქვეყნის წარმომადგენლებისგან, ყოველწლიურად იკრიბება. პროგრამებს აფინანსებს ეკოლოგიური ფონდი, რომელიც შეიქმნა მთავრობების ნებაყოფლობითი შენატანების ნდობის ფონდების და გაეროს რეგულარული ბიუჯეტიდან მცირე ასიგნაციების მოზიდვის ხარჯზე.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 5 ივნისს ტარდება. გაეროსთვის ეს დღე ფრიად მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში იგი საზოგადოების უდიდეს გლობალურ გარემოსდაცვით ეკოლოგიურ-ინფორმაციულ პლატფორმად ჩამოყალიბდა და მას ბოლო წლებში მილიონობით ადამიანი აღნიშნავს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი „გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით ატარებს ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „ტყის ეკოსისტემების გარემოს დაცვითი ფუნქციის ოპტიმიზაციის გზები საქართველოში’’ (კონფერენციის ჩატარების თარიღი - 11-12 ივნისი, 2021 წელი).
გაეროს დაცვის მსოფლიო დღისადმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდისათვის მომზადდა საინფორმაციო სტატია „5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე“, ავტორი აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი რევაზ ლოლიშვილი.
(სტატია „5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე“, იხილეთ ბმულზე).