2021 წელს, გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, რომელიც 17 ივნისს აღინიშნება, ეთმობა თემას - “დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად”. დეგრადირებული მიწების აღდგენა უზრუნველყოფს ეკონომიკის მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას, სურსათის უსაფრთხოებასა და უვნებლობას. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების აღდგენას. ატმოსფერული ნახშირბადის შებოჭვის სამუშაოების გატარება ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების პროცესის შენელებას, კლიმატის ცვლილების შერბილებას და COVID-19 პანდემიის დასასრული შესაძლოა „მწვანე“ აღდგენის დასაწყისი გახდეს.
ტყეების, ჭარბტენიანი სავარგულების და სხვა ეკოსისტემების აღდგენა შეარბილებს კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს და აღადგენს ბუნების დაცვის საშუალებებს სტიქიური უბედურებების და ამინდის ექსტრემალური მოვლენების მიმართ, როგორიცაა: გვალვა, წყალდიდობა, ქვიშის და მტვრის ქარიშხლები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 350 მილიონი ჰექტარი დეგრადირებული ეკოსისტემის აღდგენა 2030 წლისთვის უზრუნველყოფს ატმოსფეროდან 26 გიგატონამდე სათბურის გაზების მოშორებას. გაეროს ეკოსისტემის აღდგენის დეკადა, რომელიც წელს იწყება, შესაძლებლობას იძლევა მთელს მსოფლიოში გაძლიერდეს ძალისხმევა ეკოსისტემების დაკარგვისა და დეგრადაციის თავიდან ასაცილებლად.
(გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ სოფლის მეურნეობის დოქტორის რევაზ ლოლიშვილის სტატიას „დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“ - იხილეთ ბმულზე)
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მომზადებულია აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილის მოხსენება: „გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე“. (მოხსენება იხილეთ ბმულზე).