საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 2021 წლის 21 ივნისს, 14 საათზე გაიმართა მრგვალი მაგიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებისა და საქართველოს ენოლოგთა კავშირის წევრების მონაწილეობით.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები: გივი ჯაფარიძე (აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი), ნ. ჭითანავა, ე. შაფაქიძე, ნ. ჩხარტიშვილი, ი. ვასაძე, ა. დიდებულიძე, გ.პაპუნიძე, დოქტორები ა. გიორგაძე, მ. ბარვენაშვილი, რ. ლოლიშვილი, წამყვანი სპეციალისტები დ. თარხნიშვილი, ლ. ჩაიკა მ. მოსაშვილი; საქართველოს ენოლოგთა კავშირის წევრები - მურმან ქურიძე (კავშირის თავმჯდომარე), ჟორა გაბრიჩიძე, რუსლან გვარამაძე, თეიმურაზ გონჯილაშვილი, გიორგი დაქიშვილი, საქართველოს ირითად ღვინის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან დავით ჩიჩუა, ელენე სალია, მაია მირველაშვილი, თეკლა ზაკალაშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი, ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.
მრგვალი მაგიდა გახსნა და მის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, რომელმაც აღნიშნა მრგვალი მაგიდის ფორმატში ქართველი მეღვინეებისა და მეცნიერების შეხვედრის, აგრეთვე დარგის სპეციალისტების მიერ გამოთქმული ყველა წინადადების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში მეღვინეობის დარგის განვითარებისკენ იქნება მიმართული. აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა კონსტრუქციული საუბრისკენ და გარკვეული წინადადებების შემოთავაზებისკენ, რომელიც ქართული მეღვინეობის პრობლემების გადაჭრისა და დარგის პერსპექტივებზე იქნება მიმართული.
საქართველოს ენოლოგთა კავშირის თავმჯდომარის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის მურმან ქურიძის მიერ მრგვალ მაგიდაზე გაკეთდა მოხსენება: „ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისსრულყოფა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება“, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
მოხსენების ირგვლივ დაისვა რამდენიმე შეკითხვა,რომლებიც ძირითადად ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს, ექსპორტს, მცირე და საშუალო კომპანიების მუშაობის გაუმჯობესებას, ქართველი მეცნიერების როლს ქართული ღვინის მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენას და ა.შ. შეეხებოდა.
მრგვალ მაგიდაზე გაკეთდა მოხსენებები: „ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზაციის შესახებ“ -მომხსენებელი გიორგი დაქიშვილი(საქართველოს ენოლოგთა კავშირის წევრი, მეღვინე); „ენდემური საფუარის შესახებ“ - მომხსენებელი ელენე სალია (სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი);„ბიო ღვინის წარმოების შესახებ“ - მომხსენებელი მაია მირველაშვილი (სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი);
გაკეთებულ მოხსენებებზე და წამოჭრილ შეკითხვებზე აზრი გამოთქვეს: ჟ. გაბრიჩიძემ, გ. დაქიშვილმა და თ. გონჯილაშვილმა საქართველოს (ენოლოგთა კავშირი), ზ. ვაჭარაძემ (საქართველოს ღვინის სააგენტო), აკადემიკოსებმა ი. ვასაძემ, ნ. ჩხარტიშვილმა, ა. დიდებულიძემ, გ. პაპუნიძემ, სსიპ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა დ. ჩიჩუამ და თ. ზაკალაშვილმა, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა ივერი ახალბედაშვილმა, ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორმა შ. მაჭარაშვილმა.
მრგვალ მაგიდაზე წარდგენილი მოხსენებების, გამოსვლებისა და წინადადებების გათვალისწინებით მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მიიღეს შესაბამისი დადგენილებები, რომლებიც გადაეგზავნებათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა ადრესატებს.
სხდომაზე მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ეთხოვოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობასსაქართველოს მეღვინეობის შესახებ წარმოდგენილ მოხსენებებზე (აკადემიის საერთო კრებაზე, აკადემიის პრეზიდიუმის ან სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე) დაესწრონ აგრეთვე საქართველოს ენოლოგთა კავშირის წევრებიც.