2021 წლის 25 ივნისს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე;
პრეზიდიუმის სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს აკადემიის სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანის, აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილის მოხსენება: „რისკის შეფასებისათვის სისტემური მიდგომის შესახებ“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2019 წლის დეკემბერში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით (აკადემიკოს-მდივანი ზ. ცქითიშვილი) და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტების და დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების საფუძველზე ქვეყანაში შემუშავდა რისკების შეფასების „საწყისი წერტილის“ თანამედროვე და სისტემური მიდგომის უზრუნვემყოფი პროცედურები, რომელიც მოწონებულ იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ (2019 წლის 11 დეკემბრის ოქმი # 16). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს „რისკების შეფასების ინიცირების პროცედურების“ დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებულმა პროექტებმა საფყძველის ჩაუყარეს რისკის შეფასების პროცესების სისტემურ იმპლანტაციას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს აკად. ჯ. გუგუშვილმა, ნ. ჩხარტიშვილმა, გ. ჯაფარიძემ, რომლებმაც მოიწონეს აკადემიის და პირადად აკად. ზ. ცქიტიშვილის მიერ ჩატარებული მუშაობა ამ მიმართულებით.
პრეზიდიუმის სხდომაზე მოსმენილი იქნა საკითხი „.ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის მიერ 2020 წელს შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შესახებ.
მომხსენებლები: ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი; აგრარული ფაკულტეტის დეკანი პროფ. ქეთევან კინწურაშვილი
(ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ანგარიში იხილეთ ბმულზე).
მოხსენების ირგვლივ დაისვა შეკითხვები (აკადემიკოსები ჯ. გუგუშვილი, ე. შაფაქიძე, გ. მარგველაშვილი, რ. მახარობლიძე), რომლებიც ძირითადად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეხებოდა.
საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა გ. მარგველაშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა, რ. მახარობლიძემ, ე, შაფაქიძემ, ჯ. გუგუშვილმა და გ. ჯაფარიძემ. აღინიშნა, რომ თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებისა, აკადემია არის ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში, ამდენად მის მიერ უმაღლესი აგრარული მიმართულების ფაკულტეტების სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის განხილვა და შეფასება აკადემიის ფუნქციებში შედის. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი ანგარიში მაღალ შეფასებას იმსახურებს და მიზანშეწონილია აკადემიის ამ საქმიანობის გაგრძელება საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლების მიმართაც, სადაც აგრარული პროფილის ფაკულტეტები ან დეპარტამენტები ფუნქციონირებენ.
აკადემიის პრეზიდიუმმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ. მომხსენებელი: აკადემიის აჭარის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე.
აკად. ზ. ფუტკარაძის ინფორმაციის ირგვლივ შეკითხები დასვეს, ხოლო შემდეგ შეაფასეს აკადემიის აჭარის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა აკადემიკოსებმა გ. მარგველაშვილმა, ჯ. გუგუშვილმა, რ. მახარობლიძემ, ნ. ჩხარტიშვილმა, ე. შაფაქიძემ, ზ. ცქიტიშვილმა და გ. ჯაფარიძემ. აღინიშნა, რომ აჭარის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თემატიკა სრულიად შეესაბამება აჭარის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკურ საშუალებებს, მეცხოველეობის განვითარების მიმართულებით ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს. მისასალმებელია, რომ ცენტრის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ქტიურად ჩართულია აკადემიის ნამდვილი წევრებიც, რაც ცენტრის საქმიანობას უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.
პრეზიდიუმის სხდომაზე აკად. გ. ჯაფარიძემ წამოაყენა წინადადება საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის განვითარება-მოდერნიზაციის მიზნით პროგრამების შემუშავების კომისიის ჩამოყალიბების შესახებ, სადაც გარდა აკადემიის ნამდვილი წევრებისა, გაერთიანდებიან დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც. კომისიის შემადგენლობის შესახებ წინადადებები დაევალა სსმმ აკადემიის აკადემიკოს რევაზ ასათიანს - „შპს საქართველოს მელიორაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს.