2021 წლის 02 ივლისს ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა (ოქმი 4). სხდომას ესწრებოდნენ: აკად. ჯ.გუგუშვილი, აკად. ჯ.კაციტაძე, აკად. რ. ასათიანი , ჟ. „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქორი შ. მაჭარაშვილი, პროფ. მ.კერესელიძე, სოფ.მეურ.მეცნ.დოქტ. გ.გოგოლი, სოფ.მეურ.დოქტ. ე.კალანდია, ჯ.სადაღაშვილი, ვეტ.დოქტ. ნ.ომარაშვილი, ვეტ.დოქტ. თ.მარხვაშვილი, ვეტ.დოქტ. ლ.თათრიშვილი, ბ.სინიუკი, მ.კოტეტიშვილი.
სხდომაზე მოისმინეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიული გოგოლის მოხსენება „საქართველოს მეცხოველეობა, გუშინ, დღეს, ხვალ” .
(პროფ. გ. გოგოლის მოხსენება იხილეთ ბმულზე).
მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს: აკად. რ. ასათიანმა, აკად. ჯ. გუგუშვილმა, ვეტ.დოქტორმა თ.მარხვაშვილმა, სოფ.მეურ.დოქტ ე.კალანდიამ.
აზრი გამოთქვეს: აკად. ჯ. გუგუშვილმა,პროფ. მ.კერესელიძემ, სოფ.მეურ.დოქტ. ე.კალანდიამ, ვეტ.დოქტ. თ.მარხვაშვილმა.
სამეცნიერო საბჭოს სხდომამ დაადგინა:
1. პროფ. გ.გოგოლის ინფორმაცია, თემაზე: „საქართველოს მეცხოველეობა, გუშინ, დღეს, ხვალ“-ის შესახებ მიღებული იქნას ცნობად;
2. ქვეყნის ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობიდა გამომდინარე მეცხოველეობის განვითარება უნდა მოხდეს ორი მიმართულებით: ა) იქ, სადაც ამის საშუალებას იძლევა ცხოველთა პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალი და არის ძირითადი საკვები საშუალებების ადგილზე წარმოების გარანტირებული შესაძლებლობა, ხელი უნდა შეეწყოს რძისა და ხორცის წარმოების ინდუსტრიულ ტექნოლოგიაზე გადასვლას; ბ) წვრილ და საშუალო ფერმერულ მეურნეობებში ადგილობრივი ჯიშებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, ნახევრად ინტენსიური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობით.