საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

 

2021 წლის 14 ივლისს ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის მიერ შემუშავებული საინფორმაციო მასალები“ გამოვიდა ლაშა ავალიანი - პროექტის ტექნიკური დირექტორი.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია LandO’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამ ეტაპზე მუშაობს საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალებისა და ვიდეო რგოლების შემუშავებაზე, რომლებიც განკუთვნილია მესაქონლე ფერმერებისთვის, რძისა და ხორცის გადამამუშავებლებისთვის, მომსახურების მიმწოდებლებისთვის,HoReCaსექტორისთვის და საბოლოო მომხმარებლებისთვის. მასალები შედგენილია რამდენიმე ფორმატში: სრულტანიანი სახელმძღვანელო/გზამკვლევი, სახელმძღვანელო/გზამკვლევის მოკლე ვერსია და ლიფლეტები. საინფორმაციო-სასწავლო მასალები ელექტრონული ვერსიები ატვირთულია აგრონავტის პლატფორმაზეBlog.agronavt.geდა ასევე ეტაპობრივად ხდება მათი ბეჭდვა და დისტრიბუცია სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სექტორული ასოციაციების, მომსახურების მიმწოდებლები და სხვ. მეშვეობით. მათი მოკლე ვერსია ასევე ატვირთულია მობილურ აპლიკაცია აგრონავტში.მასალების პოპულარიზაციის მიზნით, ზოგიერთი თემატიკის ირგვლივ ასევე შექმნილია და გავრცელებულია ანიმაციური სასწავლო ვიდეოები.

დღემდე საინფორმაციო-სასწავლო მასალები შემუშავებულია შემდეგ თემებზე:

  • მერძეული ფურის საკვები ულუფის (რაციონის) გამომთვლელი პროგრამისრაც-იოლისახელმძღვანელო;
  • ვეტერინარული პრეპარატების გამოყენების სახელმძღვანელო მესაქონლეობის სექტორში დასაქმებული ფერმერებისათვის;
  • რეკომენდაციები უვნებელი და ხარისხიანი ხორცის შესაძენად - გზამკვლევი საზოგადოებრივი კვების ობიექტებისათვის;
  • გზამკვლევი ცხოველური წარმოშობის სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული პირის საქმიანობის რეგისტრაციის მოთხოვნების და პროცედურების შესახებ;
  • სახელმძღვანელო თემაზე როგორ ავაშენოთ მესაქონლეობის ფერმა;
  • სახელმძღვანელო თემაზე მსხვილფეხა საქონლის ხელოვნური განაყოფიერება და მასთან დაკავშირებული ფინანსური გათვლები;
  • პრაქტიკული სახელმძღვანელო სასაკლაოში დასაქმებული ვეტერინარებისათვის;
  • როგორ დავიცვათ ფერმა ძირითადი ქრონიკული დაავადებებისაგან;
  • მერძეული ფერმის ფინანსურ/ეკონომიკური გამომთვლელი პროგრამა - FarmSim.

სხდომაზე გამოვიდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის აკადემიკოსი-მდივანი აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, ექსპერტი გოჩა ცოფურაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა, პროფესორები ოთარ ქარჩავა და ალექსი ნონიაძე, ზურაბ ლოლაძე, ჟურნალის „ახალი აგრარული საქართველო“ რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის მიერ შემუშავებული საინფორმაციო მასალების მნიშვნელობას ფერმერული მეურნეობებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com