საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
2021 წლის 30 აგვისტოს აკადემიის ვაკანტურ ადგილებზე ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით
ჩატარდა გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების სხდომები კონკურსანტებისათვის კონკურსში მონაწილეობისათვის რეკომენდაციის ან დაშვების მიცემის შესახებ.
2021 წლის 25 ოქტომბერს 12-00 საათზე გაიმართა აკადემიის მეცხოველეობისა
და ვეტერინარიის და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა,
სადაც გაიმართა ფარული კენჭისყრა და მეცხოველეობისა და ვეტერინარიის
სამეცნიერო განყოფილებაში გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით
„მეცხოველეობა“ მონაწილეობის მისაღებად ერთხმად რეკომენდაცია მიეცა აკადემიის სტიპენდიატს,
დოქტორ ანატოლი გიორგაძეს;
2021 წლის 26 ოქტომბერს 12-00 საათზე გაიმართა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და
აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა,
სადაც გაიმართა ფარული კენჭისყრა და გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში
გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით „სატყეო საქმე“ მონაწილეობის მისაღებად ერთხმად რეკომენდაცია მიეცა
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
დოქტორს ლაშა დოლიძეს
2021 წლის 26 ოქტომბერს 14-00 საათზე გაიმართა აკადემიის
სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა,
სადაც გაიმართა ფარული კენჭისყრა და სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში
გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით „ბიოტექნოლოგია“
მონაწილეობის მისაღებად ერთხმად რეკომენდაცია მიეცა
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ედიშერ კვესიტაძეს.