10 ნოემბერს, UNESCO აღნიშნავს მეცნიერების საერთაშორისო დღეს მშვიდობისა და განვითარებისთვის. აღნიშნული დღე ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. იგი ასევე ამახვილებს ყურადღებას ყოველდღიურ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელობასა და აქტუალობაზე.
მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოების გზით.
2001 წელს UNESCO-ს მიერ დღის გამოცხადების შემდეგ, მსოფლიო მეცნიერების დღის ფარგლებში განხორციელდა მრავალი ახალი კონკრეტული პროექტი და პროგრამა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 2021 წლის 10 ნოემბერს ჩატარდა ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გენოფონდის დაცვა და განვითარების პერსპექტივები“.
კონფერენციის ორგანიზატორი:
- Øსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი;
- Øსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება;
- Øგარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მეცხოველეობის დარგის თვალსაჩინო მეცნიერებმა, დოქტორანტებმა და დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები ასახულია კონფერენციის შრომათა კრებულში, რომლის ელექტრონული ვერსია დაეგზავნებათ კონფერენციის თითოეულ მონაწილეს, აგრეთვე ისინი მიიღებენ კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატებს.