2015 წელს გაერთანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს გაერო მსოფლიო სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ადამიანებს მოუწოდებს მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას.
გაერო იმედოვნებს, რომ მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავება აღმოიფხვრება და იგი ქალებისათვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს ამ ღირშესანიშნავ დღეს ქართველ მეცნიერ ქალბატონებს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, განსაკუთრებით აგრარული მიმართულებით და იმ წინააღმდეგობების დაძლევას, რაც დღეისათვის კოვიდ-19 პანდემიის გამო არის გამოწვეული.