საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიის სამეცნიერო საბჭოს გასვლითი-სამეცნიერო ექსპედიცია

            2022 წლის 22 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს ორგანიზებით მოეწყო

გასვლითი-სამეცნიერო ექსპედიცია კომპანია ,, იფქლი- დიღომი“-ში.

           ღონისძიებას ხელმძღვანელობდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ელგუჯა გუგუშვილი.

           ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ელგუჯა გუგუშვილი, რევაზ ასათიანი, ზაურ ჩანქსელიანი, საქართველოს პურის ასოციაციის პრეზიდენტი პროფ. მალხაზ დოლიძე, პროფ მაია კერესელიძე და სხვები.                                     

       274009927 623479975415496 51419917705426193 nკომპანია   ,,იქფლი-დიღომი“-ის   საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ვრცლად ისაუბრეს კომპანიის დირექტორმა    ნისან იოსებაშვილმა და ინჟინერ-ტექნოლოგმა მუხრან ბედიანიძემ. კერძოდ მათ აღნიშნეს, რომ კომპანია ,,იფქლი-დიღომის“ ისტორია 1993 წლიდან იწყება, როდესაც ბიზნეს წარმოება საქართველოში არც, ისე მარტივად იყო. დღესდღეობით ,,იფქლი-დიღომი“ 75-მდე სახეობის პურფუნთუშეულს აწარმოებს კომპანიის განახლებულ და ევროპული ტიპის საწარმოში. სადისტრიბუციო ხაზით თბილისის თითქმის ყველა მაღაზია, რუსთავი, მცხეთა გორი და ქუთაისი მარაგდება. 2016 წლიდან კომპანია სრულყოფილი ცხობის მეთოდით პურეულს ბუნებრივი საფუარის გამოყენებით აცხობს. კომპანია განახლებულია ევროპული უახლესი დანადგარებით. დანერგილია ცხობის თანამედროვე ტექნოლოგიები,  რომელიც სრულად ავტომატიზირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დანადგარში ფქვილის ჩაყრის მომენტიდან პურის გამოცხობამდე პროდუქტს ადამიანის ხელი არ ეხება. ,,იფქლი-დიღომი“ დღეს ერთადერთი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც პურის მასიურ წარმოებაში პურს უკონტაქტო მეთოდით აცხობს. კომპანიის წარმოების ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი რუხი პურია, მის დასამზადებლად გამოიყენება ცეხვილი ფქვილი, სხვა ხარისხის ფქვილებისაგან განსხვავებით ამ შემთხვევაში მარცვალი მსხვილად არის დაბეგვილი და მისგან გამომცხვარი პური შედარებით კალორიულია და სასარგებლო ნივთიერებებს მეტი რაოდენობით შეიცავს. შენარჩუნებულია ხორბლის საუკეთესო თვისებები, ვიტამინები და მინერალები.   ,,გოლდენ ბრენდის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში კომპანია ,,იფქლი-დიღომი“ დარგის ლიდერად დასახელდა. დამოუკიდებელი ექსპერტების და მომხმარებლების შეფასების კრიტერიუმებს ბრენდის ცნობადობა და ხარისხი წარმოადგენდა.273811925_4855695581186377_7397793094073778525_n.jpg

     კომპანია არაერთხელ დაჯილდოვდა პურფუნთუშეულში განსაკუთრებული მიღწევებისათვის, თითეული მიღებული ჯილდო, დიდი მოტივაციაა მომსახურე პერსონალისათვის, რათა უფრო მეტად გაიზარდოს კომპანია და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება გახდეს ,,იფქლი-დიღომის“ პროდუქტის მომხმარებელი.

            დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: ე. გუგუშვილმა, რ.ასათიანმა, და პროფ მ. დოლიძემ.

            შეხვედრის დასასრულს აკადემიკოსმა ელგუჯა გუგუშვილმა აღნიშნა რომ , კვლავ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და კომპანია ,,იფქლი-დიღომს“ შორის. მადლობა გადაუხადა დირექტორს ბატონ ნისან იოსებაშვილს და კომპანიის თანამშრომლებს საინტერესო ინფორმაციისათვის, მათ მიერ გაწეული მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის და უსურვა წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com