საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გამსვლელი სამეცნიერო ექსპედიცია კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში

274592176 1316935938785445 946807422252197720 n             2022 წლის 9 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით და აკადემიის სტიპენდიატების მონაწილეობით მოეწყო გამსვლელი სამეცნიერო ექსპედიცია კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში.

        ექსპედიციას ხელმძღვანელობდა: აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი  ელგუჯა გუგუშვილი.

        მონაწილეობდნენ: აკადემიკოსები: ე. გუგუშვილი, რ. ასათიანი, პროფ.მ.კერესელიძე, პროფ.ა.ყურაშვილი, აკადემიის სტიპენდიატები: მ. ბენაშვილი, ე. კაციტაძე, ზ. ტიგინაშვილი. კუმისის ფაბრიკის დირექტორი გ.მაისურაძე, წარმოების უფროსი დ.ქვაჭრელიშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თ. ედიშერაშვილი და ფაბრიკის მთავარი ვეტერინარი ლ.ოქრიაშვილი.

       ფაბრიკის საქმიანობაზე,  არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა ფაბრიკის დირექტორმა გოგიტა მაისურაძემ. კერძოდ მან აღნიშნა, რომ ფაბრიკა ბაზარზე 2005 წლიდან არის წარმოდგენილი. ფაბრიკის სლოგანია ,,კუმისი ერთ ნაჭუჭში ჩატეული ბედნიერება“.   თანამედროვე დონეზე აღჭურვილი საწარმოს საქმიანობაა ქათმის კვერცხის წარმოება. 12 ჰექტარზე განლაგებული ფაბრიკა მდებარეობს გარდაბნის რაიონის, სოფელ კუმისში, რომელიც თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრითაა დაშორებული.. საწარმოში ფუნქციონირებს15 საფრინველე მ.შ.  12 საწარმოო ფრინველისათვის და ასევე 3 საწიწილე-გამოსაზრდელი წიწილებისათვის. წიწილის გამოზრდა მიმდინარეობს 15 კვირა. კვერცხის დადება იწყება 20 კვირის ასაკიდან.   საფრინველეში ფრინველი ატარებს 60 კვირას. .

       ფაბრიკის თანამედროვე სტანდარტები ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს ფრინველის კვებას და წყლით მომარაგებას. ასევე ავტომატურია საფრინველეში კლიმატის კონტროლი  (ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სისწრაფე )   და კვერცხის აკრეფა. დანადგარები, სადაც იმყოფება ფრინველი შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების   მოთხოვნებს. უმაღლესი ხარისხის მარცვლეულისა და მაღალი სტანდარტების გამოყენება და წარმოების მუდმივი კონტროლი საშუალებას აძლევს ფაბრიკას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია - ქათმის 0, I და   II კატეგორიის კვერცხი აწარმოოს. კუმიისის მეფრინველეობის ფაბრიკამ რამოდენიმეჯერ გაიარა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შემოწმება და დადასტურდა წარმოები მაღალი დონე.  274896552 329066982585539 6632030478630013249 n

          ფაბრიკა საპატიოდ დაჯილდოვდა ევროპის ხარისხის ორგანიზაციის 117- გენერალური ასამბლეის ეგიდით გამართულ ცერემონიაზე ხარისხის ნიშნის სერთიფიკატით და მისი პროდუქცია შეტანილ იქნა The Best Qulity of Georgia- კატალოგში, როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი. კომპანია 2016 წლიდან ფლობს ISO 22 000 კატეგორიის სერტიფიკატს , რომელიც ადასტურებს მენეჯმენტის გამართულ მუშაობას და წარმოებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცულობას.

         ფაბრიკა პროდუქციის რეალიზაციას ახდენს , კუთვნილი ავტომობილებით. ფაბრიკას აქვს სადისტრიბუციო ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით (აჭარა, იმერეთი, გურია, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი), რაც პროდუქციის სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს.

           წარმოების უფროსმა დავით ქვაჭრელიშვილმა აღნიშნა, რომ ფაბრიკამ მიმდინარე წელს წარმოებაში გაუშვა ახალი პროდუქტი ,,კუმისის ფერმერის“ სახელწოდებით. ის განსხვავებული შეფუთვით და დიზაინით გამოდის. ეს არის განსაკუთრებულ კვებაზე და პირობებში მოქცეული ფრინველის კვერცხი, რომელიც ფაქტობრივად, ისეთივე კვებითი ღირებულებების მატარებელია, როგორიცაა სოფლის კვერცხი. ფრინველს განსვავებული საკვები მიეწოდება, რაშიც სპეციალური ცილოვანი დანამატებია. ფრინველის კვების რაციონში შედის სიმინდი, ხორბალი და ქერი. რაციონიდან ამოღებულია ყველა ქიმიური დანამატები, რაც კვერცხის შემადგენლობას განსაკუთრებულს ხდის, გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი წყალი, რომელიც იფილტრება მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის ფილტრებით. ფრინველი იმყოფება თავისუფალ გარემოში.  კვერცხი თავისი არსით და ტექნოლოგიით უნიკალურია.  მომხმარებელმა ეს პროდუქტი კარგად მიიღო და მოთხოვნებიდან გამომდინარე ფაბრიკა მისი წარმოების ზრდას გეგმავს. ამჟამად 1 ცალი კვერცხის გასაყიდი ფასი 0,42 ლარია.

       ფაბრიკის საქმიანობაში კვერცხის მაღალი ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მომხმარებელს სთავაზობს მუდამ ახალ, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ პროდუქტს. მისი უნიკალურობა დადასტურებულია სხვადსხვა ტიპის დასკვნებითა და ლაბორატორიული კვლევებით.

          ფაბრიკის მთავარმა ვეტერინარმა ლალი ოქრიაშვილმა ისაუბრა  ქათმის დაავადებებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე, პროფილაქტიკურ ღონისძიებებსა და კვერცხის დადებით მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ კვერცხი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, იგი შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებს: პროტეინებს, B1,B2,D,E,K,PP ვიტამინებს , მინერალურ ნივთიერებებს, არეგულირებს ფოსფორის დონეს ორგანიზმში, მდიდარია გლუკოზით, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, ორგანიზმს იცავს ონკოლოგიური დაავადებებისაგან,   აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას. დადგენილია, რომ კვერცხის რეგულარულად მიღება ანელებს გონების დაბერების პროცესს. რეკომენდებულია ყველა ასაკის ადამიანისათვის. ქათმის ვარგისიანობის განსაზღვრა შესაძლებელია მისი გარეგნული ნიშნების მიხედვით , კარგ კვერცხმდებელ დედლის ბიბილოს აქვს ვარდისფერი. მუცელი რბილი და მასიური. ზომის და ფორმის მიხედვით არჩევენ: მრგვალი, წაწვეტებული, პატარა, საშუალო და მსხვილი ზომის კვერცხებს.

       275308707 1032718480654071 4913746206556267781 nექსპედიციის მონაწილეებმა დაათვალიერეს ფაბრიკაში არსებული უახლესი დანადგარები, გაეცნენ კვერცხის წარმოების   ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომელიც სრულიად ავტომატიზებულია. ფაბრიკა იზიარებს უცხოეთის ქვეყნებში დანერგილ უახლოეს სტანდარტებს. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებებს იძლეოდა   სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ედიშერაშვილი.

       დისკუსიაში მონაწილეობდნენ: აკადემიკოსები:   რ.ასათიანი, პროფ. ა. ყურაშვილი, სტიპენდიატები: ე.კაციტაძე, ზ.ტიგინაშვილი და სხვები.

       შეხვედრის დასასრულს აკადემიკოსმა რევაზ ასათიანმა აღნიშნა რომ , კვლავ უნდა გაგრძელდეს საქმიანი ურთიერთობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკას შორის. აკადემიის სტიპენდიატებმა მადლობა გადაუხადეს ფაბრიკის  თანამშრომლებს საინტერესო ინფორმაციისათვის, მათ მიერ გაწეული მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის და უსურვეს წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.

                                                                

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com