საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
საერთო კრება
2022 წლის 18 მარტს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისმეცნიერებათა აკადემიის მიერ 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2022 წლის აგრარული მეცნიერების ამოცანების შესახებ,მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე.
2. აკადემიის სამეცნ. განყოფილებების მიერ 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2022 წლის ამოცანების შესახებ, მომხსენებლები: აკადემიის აკადემიკოს მდივნები, აკადემიკოსები: გ. მარგველაშვილი, ჯ. გუგუშვილი, რ. მახარობლიძე, ზ. ცქიტიშვილი, რ. ჩაგელიშვილი, ო. ქეშელაშვილი.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის ა.რ. სამეცნიერო-საკოორდინაცია ცენტრის მიერ 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2022 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის ა.რ. სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, აკად. ზ. ფუტკარაძე.
4. მიმდინარე საკითხები.
აკადემიის საერთო კრებას აკადემიის ნამდვილი წევრებისა და აკადემიის სტიპენდიატების გარდა ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, დოქტ. ი. ახალბედაშილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორი, პროფ. ლ. უჯმაჯურიძე და აკადემიის აპარატის თანამშრომელები.
კრების დღის წესრიგის პირველ საკითხზე ვრცელი მოხსენება გააკეთა საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის (UEAA) პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ (აკად. გ. ალექსიძი მოხსენება იხ. ბმულზე, www. gaas.dsl.ge, „სიახლეები“ );
კრების დღის წესრიგის მიხედვით აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გ. ჯაფარიძემ კომენტარები გააკეთა მოხსენების შესახებ და აღნიშნა, რომ ვრცელ მოხსენებაში განხილულია აკადემიის პრეზიდიუმისა და თითოეული სამეცნიერო განყოფილების საქმიანობა 2021 წელს, აკადემიის სამეცნიერო საქმიანობის პრიორიტეტები, აკადემიის წევრების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის თემატიკა 2021-2022 წლებში, აკადემიის საგამომცემლო საქმიანობა, აკადემიის გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2021 წელს შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა და აკადემიის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი წინადადებები საქართველოს კანონის „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ მე-161 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ.
აკადემიის პრეზიდენტის აკად. გ. ალექსიძის მოხსენების შემდეგ დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებების 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციები გააკეთეს აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. გ. მარგველაშვილმა, მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერების განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკა. ჯ. გუგუშვილმა, აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. რ. მახარობლიძემ, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკა. ზ. ცქიტიშვილმა, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანის მოადგილემ, აკად. გ. გაგოშიძემ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის ა.რ. სამეცნიერო-საკოორდინაცია ცენტრის მიერ 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2022 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ცენტრის ხელმძღვანელი, აკად. ზ. ფუტკარაძე.
აკადემიაში დამუშავებული პროგრამის „საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება - მოდერნიზაცია (2030 წლამდე პერიოდისათვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების კონცეპტუალური და ორგანიზაციულ - მეთოდოლოგიური საკითხები)“ შესახებ აკადემიის საერთო კრებას მოახსენა აკად. ნ. ჭითანავამ.
აკადემიის საერთო კრებას გაწეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციები მიაწოდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორმა, პროფ. ლ. უჯმაჯურიძემ და სტუ-ის კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკად. ნ. ბაღათურიამ.
აკადემიის საერთო კრების მუშაობა შეაჯამეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გ. ჯაფარიძემ.