იმ ადამიანებისათვის (დარგის სპეციალისტები, ფერმერები, ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები, სხვადასხვა სფეროს მეცნიერები და ა.შ.), რომლებსაც თავიანთი იდეების განსახორციელებლად ტექნიკური საშუალებები არ აქვთ, აგრეთვე დამწყებ და პატარა კომპანიებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ისეთი რესურსების შემოთავაზება, რომლებიც მათთვის ძნელად ხელმისაწვდომია, დღეს აწარმოებენ ტექნოპარკები. ტექნოპარკი (სამეცნიერო-ტექნოლოგიური პარკი) თავისუფალი ეკონომიკური ზონის ნაირსახეობაა, რომელიც ორიენტირებულია ახალი ტექნოლოგიების მოზიდვასა და მეცნიერებატევადი წარმოების განვითარებაზე და ნიშნავს განათლების, მეცნიერების, წარმოების, ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის ინტეგრაციას, რომელსაც, როგორც წესი, თან ახლავს გადასახადებისა და დაბეგვრის შეღავათიანი სისტემა. ტექნოპარკების შექმნით დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ კერძო საწარმოები ან უნივერსიტეტები, არამედ მთავრობებიც, ვინაიდან ტექნოპარკები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასა და მარგინალური რეგიონების განვითარებას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალა ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებლებისათვის და არა მარტო, მიგვეწოდებინა გარკვეული ინფორმაცია ტექნოპარკების შესახებ და მისი პერაპექტივები ჩვენს ქვეყანაში.
(საქართველოში ტექნოპარკების განვითარების პერსპექტივები - იხილეთ ბმულზე).