საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აგრძელებს დისკუსიას საქართველოში მარცვლეული კულტურების და კერძოდ ხორბლის წარმოების მოცულობის გაზრდისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
წარმოგიდგენთ აკად. პაატა კოღუაშვილის, პროფ. მ. დოლიძის და დოქტ. დ. გალეგაშვილის სტატიას „შეგვიძლია მეტი ქართული ხარისხიანი პური ვაწარმოოთ“, სადაც კარგად არის ახსნილი, რომ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ხელსაყრელი ბიოგეოკლიმატური პირობები მარცვლეულის წარმოების გადიდებისთვის, მისი მოყვანის უნარჩვევები და ტრადიციები, მარცვლეულის გადამმუშავებელი საწარმოო სიმძლავრეები და წარმოებული პროდუქციის გასაღების ადგილობრივი ბაზარი, არ უნდა იყოს აბსოლუტურად დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებიდან მარცვლეულის იმპორტზე (მითუმეტეს რომ იმპორტირებული ხორბალი უხარისხო და ძირითადად საფურაჟეა).
ამოცანის გადაწყვეტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ქვეყანაში არსებული აგრარული პოლიტიკის შეცვლა და მისი მსოფლიო გლობალურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა იქნეს მიჩნეული.
(აკად. პ. კოღუაშვილის, პროფ. მ. დოლიძის და დოქტ. დ. გალეგაშვილის სტატია „შეგვიძლია მეტი ქართული ხარისხიანი პური ვაწარმოოთ“, იხილეთ ბმულზე).