დავუბრუნოთ სოფელს სამართალსუბიექტის სტატუსი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აგრძელებს საინტერესო სტატიების ციკლს და გთავაზობთ აკად. პაატა კოღუაშვილის და ექსპერტის დავით ზარდიაშვილის სტატიას, რომელშიც დღევანდელი სოფლის მდგომარეობას და მის სამომავლო პერსპექტივებს შეეხება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სასოფლო თემმა, აუცილებლად უნდა დაიბრუნოს უპირობო და წარუვალი ისევ სათემო სარგებლობის მიწა – საძოვარი, სათიბი, წყლის ფონდის მიწა, ტყის ფონდის მიწა (და არამარტო!) იურიდიულად უნდა დაუბრუნდეს თემს მუდმივ და უსასყიდლო მფლობელობასა და სარგებლობაში; ეს მიწა არა სახელმწიფო, არამედ მუნიციპალური საკუთრებისა უნდა იყოს და თემის, რომელიც მისი ერთადერთი ლეგიტიმური მფლობელი და მოსარგებლეა, დაუკითხავად შეუძლებელი უნდა გახდეს ამ მიწის, ე.ი. სოფლის სამკვიდროს, სამართლიანი და ეფექტიანი მართვა – მისი განკარგვა, რაციონალური გამოყენება, სასოფლო-სამურნეო წარმოების თუ მიწის, როგორც ძირითადი საწარმოო საშუალების გამოყენებით სოფლის ტერიტორიაზე სხვა ეკონომიკური საქმიანობის სწორედ ორგანიზება, საბოლოო ანგარიშით – სასოფლო სამკვიდროს დაცვა და სოფლის გადარჩენის შემდეგ მის განვითარებაზე ზრუნვა.
(აკადემიკოს პ. კოღუაშვილის და მუნიციპალური სამართლის ესქპერტის
დ. ზარდიაშვილის სტატია იხილეთ ბმულზე).