აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი - ქალაქ ქუთაისის საპატიო მოქალაქე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 29 აპრილის ბ44.442211929 ბრძანებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს როლანდ კოპალიანს ქ. ქუთაისისთვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიენიჭა ქალაქ ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს აკადემიკოს როლანდ კოპალიანს საპატიო წოდებას და უსურვებს ჯანმრთელობას და მრავალ წარმატებას სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
(აკად. როლანდ კოპალიანის საპატიო ქუთაისელის დამადასტურებელი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება და საპატიო მოქალაქის დიპლომი იხილეთ ბმულზე #1, #2 ).