საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა
2022 წლის 20 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა.
სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წამყვანი მეცნიერ- თანამშრომელი სოფ.მეურნ.დოქტორი ნარგიზ ბარამიძე და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.
მოხსენების თემა: “მეაბრეშუმეობის დარგის დღევანდელი მდგომარეობა და მისი სამომავლო პერსპექტივები საქართველოში“.
(სამეცნიერო საბჭოს მიმდინარეობა, გამომსვლელები და მიღებული დადგენილებები იხილეთ ბმულზე).