2022 წლის 8 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ედიშერ კვესიტაძეს დაბადებიდან 60 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან 35 წლისთავი შეუსრულდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და აკადემიის მთელი შემადგენლობა ულოცავს ბატონ ედიშერს ღირსშესანიშნავ თარიღს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ნაყოფიერ სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.