საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

312132546 669557917818565 8653305968548819814 n

 2022 19 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა კომისიის სხდომა, რომელზეც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეკომენდაციით მოხსენებით: „DG Systems - სუპერინტენსიური წარმოებისათვის განკუთვნილი ინოვაციური სასათბურე დინამიური სისტემები“ წარსდგა შპს დავინჩის მწვანე სისტემების (Da Vinci Green Systems LLC) დირექტორი თორნიკე მჟავანაძე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სულ უფრო აქტუალური ხდება ენერგოეფექტიანი და მაღალპროდუქტიული ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობაში, რაც აისახა დახურული გრუნტის კონცეფციის ტრანსფორმაციაში. ამის საპასუხოდ კომპანიამ DG Systems შეიმუშავა ინოვაციური დინამიური სისტემები, რომლებიც რიგ კულტურაში ტრადიციული აგროტექნიკის პირობებში წარმოებასთან შედარებით უზრუნველყოფენ მოსავლიანობისა და დახურულ გრუნტში სასარგებლო ფართის წილის ზრდას, ენერგორესურსების დაზოგვას, შრომის პროდუქტიულობის ამაღლებას. ისინი თავისი უნიკალური კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე გამოყენებადია როგორც ინდუსტრიული კომბინატების, ასევე მცირემიწიანი რეგიონებისა და მკაცრი კლიმატური პირობებისათვის.

მსოფლიო ბაზარზე ცნობილია „Greenhouse oscillating growing“, „Swinging growing“ ან „Lifting growing“ სახელწოდებებით მოხსენიებული დინამიური სასათბურე სისტემები ინტენსიური წარმოებისათვის. მოხსენების ავტორის ხელმძღვანელობით შეიქმნა სისტემა, რომელიც თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით მნიშვნელოვნად აღემატება არსებულ ანალოგებს და მოითხოვს დაახლოებით სამჯერ ნაკლებ საინვესტიციო კაპიტალს, ხოლო პროდუქტის საინვესტიციო საფასური ერთ ჰექტარზე არ აღემატება 350 ათას ევროს.

საქართველოში სისტემაზე საქპატენტში 2022 წლის 4 აპრილს შეტანილია განაცხადი გამოგონებაზე # AP 2022 15922 "ტრანსფორმირებადი სასათბურე სისტემა".

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობნენ აკადემიის ექსპერტი, დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი, აკადემიის სტიპენდიატი დოქტორი გიორგი ქუთელია, ჟურნალაგრარული საქართველო“-ს მთავარი რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, დოქტორი ზურაბ ლოლაძე („აგროქართლი“), დოქტორი არჩილ სუპატაშვილი (აგრარული უნივერსიტეტი), დოქტორი ალექსი ნონიაძე, ფირმა „პროაგრო“-ს დირექტორი დოქტორი დავით მალაზონია, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ჩატარებული მუშაობა და ხაზი გაუსვეს დინამიური სასათბურე სისტემების წარმოებაში გავრცელების მიზამშეწონილებას.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com