საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივა
(გასვლითი ლექცია-პრაქტიკულები მარიამჯვრის დაცული ტერიტორიის სამონადირეო მეურნეობებში)
მიმდინარე წლის 14 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სატყეო საქმის ბაკალავრიატის სტუდენტები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ანატოლი გიორგაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ ყორუღისა და იორის აღკვეთილებში არსებულ სამონადირეო მეურნეობებში: „იორის ჭალები“ და „იორის რესურსები“. სადაც მათ ჩაუტარდათ ლექცია-პრაქტიკულები. ისინი გაეცვნენ ზემოაღნიშნული სამონადირეო მეურნეობების საქმიანობას.
დაათვალიერეს გარეული ფრინველების (ხოხობი, კაკაბი) სანაშენე ვოლიერები და სამონადირეო სავარგულები. მათ მასპინძლობას უწევდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი, მარიამჯვრის ნაკრძალის დირექტორი, დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ყორუღის აღკვეთილი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იგი დაარსდა 1958 წელს; მისი ფართობი შეადგენს 2068 ჰექტარს. მდებარეობს მდინარე იორის სანაპიროზე ჭალის ტყეში. მცენარეებიდან აქ გავრცელებულია ვერხვი, კუნელი, ბროწეული, ძეძვი, ჭალის მუხა და სხვა. ცხოველებიდან კი გვხვდება გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, ტურა, ლელიანის კატა, წავი, ხოხობი, მწყერი, ბეგობის არწივი, მცირე მყივანი არწივი, ქედანი და სხვა.
ივრის აღკვეთილი მდებარეობსსიღნაღის მუნიციპალიტეტში. დაარსდა 1965 წელს. მისი ფართობი შეადგენს 1336 ჰექტარს. ივრის აღკვეთილში დაცულია მდინარეიორისპირას მდებარე ჭალის ტყე. გავრცელებულიაქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა, კოწახური, იალღუნი, ბერწყენა, საკმლის ხე, ღვია, წალის მუხა, ჯაგრცხილა, ძეძვიდა სხვ.
ძუძუმწოვრებიდანაქ გვხვდებაგარეული ღორი, მგელი, წავი, ლელიანის კატადა სხვა. ფინველებიდან — ხოხობი, დურაჯი, კაკაბი, ფასკუნჯი, ორბი, ტყის ბუ, ჩეულებრივი კირკიტა. ქვეწარმავლებიდან — ხმელთაშუაზღვისპირული კუ, გიურზა.