საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრად აკადემიაში

         2022 წლის 21 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ზაზა შავაძე. სტუმარს მასპინძლობა გაუწია აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ.

       შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

         unnamed 1 3 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აკადემიასა და სამინისტროს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც მკაფიოდ არის ასახული ყველა ის ერთობლივი ღონისძიება, რაშიც მონაწილეობას იღებს სამინისტრო და აკადემია. აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს იმ დახმარებისათვის, რომელსაც იგი უწევს აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრს (ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე) და აფინანსებს ცენტრის სამეცნიერო თემატიკას, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული როგორც აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგრარული მიმართულების დამსახურებული მეცნიერები.

           აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ სტუმარს გააცნო აკადემიის სტრუქტურა, დაათვალიერებინა აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენა და აკადემიის კაბინეტ-ლაბორატორიები, გააცნო აკადემიის 2023 წლის სამეცნიერო თემატიკა და აკადემიის სამომავლო ამოცანები.  unnamed 5

            აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ სტუმარს გადასცა აკადემიაში გამომცემლობა „აგროს“ მიერ აჭარის შესახებ გამოცემული დ დააბეჭდილი  ლიტერატურა, სამეცნიერო კონფერენციების მასალები და აკადემიაში გამოცემული და დაბეჭდილი ის პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები, რომელთა ავტორები ბრძანდებიან აჭარაში მოღვაწე აკადემიის ნამდვილი წევრები.

          

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სამინისტროსა და აკადემიის თანამშრომლობა აგრარული მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი და მასტიმულირებელი ღონისძიებაა და მისასალმებელია, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე ათეული წელია მჭიდროდ და საქმიან ფორმებში თანამშრომლობს აკადემიასთან, რასაც ადასტურებს აკადემიაში მინისტრის, ბატონ ზაზა შავაძის ვიზიტიც.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com